ზუგდიდში დაგეგმილი
საშობაო ალილოს მსვლელობა უამინდობის გამო არ გაიმართა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ განუცხადა.
ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ზუგდიდის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა მალხაზ ჭანტურიამ,ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის მიტროპილიტის მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ჯანმრთელობის პარაკლისი გადაიხადა. მრევლს შესაწირი ტაძარში მიაქვს, რომელსაც მოგვიანებით სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცემენ.
მასალის გამოყენების პირობები