Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის მიერ წასაკითხად არჩეულმა წიგნმა, Amazon-ის რეიტინგში პოზიცია მკვეთრად გაიუმჯობესა.
ცუკერბერგმა წლევანდელ მიზანდ აირჩია, რომ წელს, ყოველ 2 კვირაში ერთი ახალი წიგნი წაიკითხოს და ჯგუფმა სოციალურ ქსელში „წიგნის წელი“ უკვე 130 მოწონება დაიმსახურა.
პირველ წასაკითხ წიგნად ბიზნესმენმა მოიზეს ნაიმის The End of Power-ი გამოაცხადა.
ამ წიგნის ელექტრონული ვერსია, Amazon-ის რეიტინგში 191 086-ე იყო და ცუკერბერგის მიერ არჩევის შემდეგ 34-ე ადგილზე გადავიდა.
მასალის გამოყენების პირობები