დღეს ზუგდიდის კულტურის ცენტრ "ოდიშის" საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო საღამო გაიმართება.
საქველმოქმედო კონცერტს ზუგდიდის განვითარების ფონდი "ერთსულოვნება" , მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევითა და ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭერით მართავს. კონცერტში მონაწილეობას ადგილობრივი მომღერლები მიიღებენ. ბილეთის ფასი 10 ლარია.
ღონისძიების მიზანი რეგიონში მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისა და მზრუნველობამოკლებული ადამიანების დახმარებაა.
საქველმოქმედო საღამო ზუგდიდის კულტურის ცენტრ "ოდიშის" საკონცერტო დარბაზში (ი.ქ.კ. კულტურის სახლი) 18:00 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები