საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად, ფოთშიც უამინდობაა. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ზღვის ღელვა 4-5 ბალი იქნება, თუმცა უამინდობას ქალაქისთვის პრობლემები არ შეუქმნია.
შტორმის გამო, ფოთის პორტი შეფერხებით მუშაობს. "ეი-პი-ემ ტერმინალს ფოთის" ადმინისტრაცია ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. თუმცა, არსებული ინფორმაციით, გემების შემოყვანის პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ზამთრის პერიოდში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და საგანგაშო არაფერია.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, ხვალ ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაეცემა. სინოპტიკოსები გამოდარებას 12 იანვრიდან ვარაუდობენ.
მასალის გამოყენების პირობები