ინგრედიენტები:
ბისკვიტი
არაჟანი 10% 900 გ
შაქარი 1 ჭიქა
ვანილი
ჟელატინი 50 გ
ფორთოხალი 3
მანდარინი 3
ბანანი 1
ანანასი 150 გ
მომზადების წესი:
მოამზადეთ ბისკვიტი
ჟელატინი დაალბეტ წყალში ინსტრუქციის მიხედვით, შემდეგ გაათბეთ და გაადნეთ.
ბისკვიტი დაჭერით პატარა კუბებად. ხილი დაჭერით და ლამაზად ჩაალაგეთ ფორმის ძირში და გვერდებზე. შაქარი და არაჟანი ათქვიფეთ, დაამატეთ ვანილი და გამდნარი ჟელატინი.
ხილის ზემოდან დაადეთ ბისკვიტის ნაწილი, დაასხით კრემი. შემდეგ ისევ ხილი, ბისკვიტი და კრემი.
ტორტი შედგით მაცივარში გასაციებლად და გასამაგრებლად. შემდეგ ფორმას გვერდები მოხსენით და ტორტი დიდ თეფშზე ამოაბრუნეთ.
ხილი შეგიძლიათ სეზონის და სურვილის მიხედვით ცვალოთ
მასალის გამოყენების პირობები