რუბრიკები
პიკასოს შვილიშვილი აუქციონზე ბაბუის ნახატებს გაიტანს გასაყიდად
ცნობილი ესპანელი მხატვრის პაბლო პიკასოს შვილიშვილი, პირადი კოლექციიდან 290 მილიონი დოლარის ღირებულების ნახატებს გაიტანს აუქციონზე გასაყიდად. მარია პიკასო, პაბლოსა და ოლგა ხოხლოვას უფროსი ვაჟის ქალიშვილია. ის მინიმუმ 7 ნახატის გაყიდვას გეგმავს, რომლებიც 1905-1965 წლებში შეიქმნა. მარია მყიდველებთან მოლაპარაკებას დამოუკიდებლად აწარმოებს და ასევე განზრახული აქვს საგვარეულო ვილის გაყიდვაც კანში. როგორც წყარო იუწყება მარიას სურვილი, თავიდან მოიშოროს მემკვიდრეობა, რომელიც მისივე თქმით ”უსიყვარულოდ” ხვდა წილად, განპირობებულია ”წარსულისგან მანთავისუფლების” სურვილით. მან არაერთხელ დაადანაშაულა თავისი ცნობილი ბაბუა გულგრილობაში. მარიას თქმით ის არასდროს ყოფილა ოჯახის გვერდით მის ბავშვობაში. მარიას ძმამ, პაბლიტომ კი სიცოცხლე 1973 წელს თვითმკვლელობით დაასრულა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.