რუბრიკები
Status Quo ბრიტანულ ჩარტებში ლიდერობას აღნიშნავს
დადასტურდა, რომ ვეტერანი როკ-ჯგუფის Status Quo-ს ალბომები ბრიტანულ ჩარტებში 500 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. ამიერიდან ჯგუფი იმ მუსიკოსების ორმოცდაათეულში შევიდა, რომელთა ალბომები ჩარტებში 500 ან მეტი კვირის განმავლობაში რჩებოდა. ასეთი შედეგი გამოიწვია ბოლო ალბომმა Aquostic (Stripped Bare), რომელიც ოქტომბერში გამოვიდა. ” 500 კვირის ანუ დაახლოებით 10 წლის განმავლობაში იყო ჩარტებში – ეს არაჩვეულებრივი შეგრძნებაა. ასეთი შედეგი წარმოუდგენელი იყო წლების წინ, როდესაც ჯგუფს ვაყალიბებდით. ესაა ხელშესახები მიღწევა, რითაც ვამაყობთ,” – აცხადებს ფრენსის როსი. ბრიტანულ ჩარტებში ყველაზე ხანგრძლივად Queen ლიდერობდა 1457 კვირის განმავლობაში. Status Quo-ს მუსიკოსები გაჩერებას არ აპირებენ და 2015 წლის პირველ ნახევარში უკვე 7 კონცერტი აქვთ დაგეგმილი: 20 აპრილი: Glasgow Royal Concert Hall 21 აპრილი: Sheffield City Hall 23 აპრილი: Wolverhampton Civic Hall 24 აპრილი: Portsmouth Guildhall 26 აპრილი: London Eventim Apollo 16 მაისი: Bridlington Bluebell Hotel 3 ივლისი: Preston Hoghton Tower
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.