ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით,კულტურის ცენტრ ოდიშის საკონცერტო დარბაზში,საქველმოქმედო აქცია-კონცერტი „ერთსულოვნება“ გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობა ადგილობრივმა მომღერლებმა და ქართული ცეკვის ანსამბლებმა მიიღეს. საქველმოქმედო კონცერტი ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებითა და საქველმოქმედო ფონდების თანადგომით ჩატარდა.
საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზატორების განცხადებით, სპეციალურ საბანკო ანგარიშზე გარკვეული თანხა უკვე შეგროვდა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში შემოსული თანხა ზუგდიდში სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდებათ.
მასალის გამოყენების პირობები