რუბრიკები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებს ხელფასები გაეზარდათ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ. შესაბამისი გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე ერთხმად მიიღო. თანამდებობრივი სარგო მნიშვნელოვნად კომისიის თავმჯდომარეებს, განყოფილების უფროსებს, მთავარ სპეციალისტებს და სპეციალისტებს გაეზარდათ. რაც შეეხება მაღალი თანამდებობის პირებს, გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს, მათი თანამდებობრივი სარგო საერთოდ არ გაზრდილა. ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის ლაშა გოგიას განცხადებით, სახელფასო ფონი კანონით გათავლისწინებულ ნორმას - შემოსავლების 25%-ს არ აღემატება. საჯარო მოხელეების გაზრდილი თანამდებობრივი სარგო ასე გამოიყურება: საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი – 2 650 – 2 650 ლარი (არ გაზრდილა) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და გამგებლის მოადგილე – 2 200 – 2 200 ლარი (მანამდე –1 700 და 1300 ლარი) საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარე – 1 800 –1800 ლარი(მანამდე – 1 350 ლარი ) აპარატის უფროსი და სტრუქტურის ერთეული უფროსი –1600 - 1600ლარი (მანამდე -1 000 ლარი) განყოფილების უფროსი და სამსახურის უფროსი – 1 200 ლარი - 1 200 ლარი (მანამდე – 700 ლარი) გამგებლის თანაშემწე – 1 200 ლარი (მანამდე – 800 ლარი) მთავარი სპეციალისტი – 900 ლარი (მანამდე- 560 ლარი) წამყვანი სპეციალისტი – 750 ლარი (მანამდე- 530 ლარი) სპეციალისტი- 730 ლარი (მანამდე- 470 ლარი) გარდა ამისა, 39 ერთეულით გაიზარდა მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.