დიდთოვლობისა და მწყობრიდან გამოსული საბაგიროს მიუხედავად ტურისტები წამოსვლას არ ჩქარობენ. საბაგიროს აღდგენამდე კურორტის ადმინისტრაცია მათ ტრანსპორტირების ალტერნატიულ საშუალებას სთავაზობს- დამსვებელები ზურულდზე თოვლის სატკეპნი მაქნანებით აჰყავთ. ,,მესტია რეზორტსის' ' დირექტორის მალხაზ უდესიანის განცხადებით, ხარვეზი ძაბვის ვარდნამ გამოიწვია , რეაბილიტაცია დაწყებულია და უახლოეს დღეებში საბაგირო აღდგება.
რაც შეეხება გზებს, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები