ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებისგან შემდგარი 7 კაციანი სპეციალური კომისია საფეხბურთო კლუბ "ლაზიკას" საქმიანობას შეისწავლის. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიამ დეპუტატ მალხაზ ჭეჟიას განცახდებების შემდეგ მიიღო. ჭეჟიამ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ს/კ "ლაზიკას" , რომელსაც უმაღლეს ლიგაში გადასვლის პრეტენზია ქონდა, ლიცენზირებაზე შესაბამის უწყებაში განცხადება არ გაუკეთებია.
"ლიცენზირებაზე განცხადების გაკეთების ბოლო ვადა 10 დეკემბერს ამოიწურა. ახლა, გუნდმა პირველ ლიგაში პირველი ადგილიც რომ აიღოს, უმაღლეს ლიგაში მაიც ვერ გადავა. გუნდი შარშან ადგილობრივი ბიუჯეტუიდან 400 ათასი ლარით დაფინანსდა. აქედან გამომდინარე გვაინტერესებს, რა აზრი აქვს ამხელა თანხის ხარჯვას. ასევე, გვაინტერესებს გუნდის ფინანსების ხარჯვაც და მისი სპორტული ინტერესები. ", - თქვა მალხაზ ჭეზიამ.
რადიო "ათინათმა" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა.ა.ი.პ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ფეხბურთის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელობასთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ შეძლო.
მასალის გამოყენების პირობები