რუბრიკები
"თანაბარი მიდგომები თანაბარი შესაძლებლობებისთვის " - შეხვედრა ზუგდიდში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში,  არასამთავრობო ორგანიზაცია "საუნჯეს" ინიციატივით, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის თვითმმართველობის რეფორმის  საკითხებზე დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე თვითმმართველობის საკითხთა ექსპერტმა სანდო სვანიშვილმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებს საქართველოს ორგანულ კანონში "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი გააცნო. გარდა ამისა, სანდო სვანიშვილმა განსაკუთრებით ყურადღება  გაამახვილა ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობის თანაბარ უფლებებზე.  კერძოდ, ექსპერტის თქმით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ დევნილები საკუთარ მოსახლეობად უნდა აღიქვას და მათთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამები. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის "საუნჯე"  პროექტის - "თანაბარი მიდგომები თანაბარი შესაძლებლობებისთვის " ფარგლებში ჩატარდა.  პროექტი "ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის" და  საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.