რუბრიკები
ზაზა ხუბუამ კახა მიქაიას "ქართული ოცნების" ხერხემალი უწოდა (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნებიდან" ზაზა ხუბუამ დეპუტატ კახა მიქაიას მხარდაჭერა გამოუცხადა და მას ზუგდიდში კოალიცია "ქართული ოცნების" ხერხემალი უწოდა. ამასთან, ხუბუამ საკრებულოს თავმჯდომარისგან განმარტებები მოითხოვა, იმასთან დაკავშირებით, რომ ამ უკანასკნელმა მიქაიას "ქართული ოცნების" ოპოზიცია უწოდა. დეპუტატის ამ განცხადებამ, რომელიც სხდომის დასრულებისას გაკეთდა, საკრებულოს წევრების უკმაყოფილება გამოიწვია  და უმრავლესობამ სხდომა დატოვა. დეპუტატის განცხადებები არც საკრებულოს თავმჯდომარეს მოუსმენია. ის დარბაზიდან სხდომის დასრულებისთანავე გავიდა. შეგახსენებთ,  დეპუტატი კახა მიქაია საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიას თითქმის ყველა საკრებულოს სხდომაზე უპირისპირდება. ის გოგიას "ნაციონალებიდან პორტირებულს" და "ზონდერბრიგადირს" უწოდებს. საკრებულოს წინა სხდომაზე  მიქაიამ ლაშა გოგიას თანამდებობიდან გადაყენებაც კი მოითხოვა. ამავე დღეს მიქაიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა და თქვა, რომ ის სხდომებს მანამდე არ დაესწრება, სანამ  ლაშა გოგია დაკავებული თანამდებობიდან არ გადადგება. შესაბამისად, კახა მიქაია საკრებულოს დღევანდელ სხდომას არ დასწრებია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.