რუბრიკები
ფირფიტა – გამომცხვარი ომლეტი
ინგრედიენტები: ხახვი - 1 ც. ქამა სოკო - 2 ც. მოზრდილი ზომის სტაფილო -1 ც. ბადრიჯანი - დაახლ. 8-10 თხელი ნაჭერი ნიორი - 1 კბილი ბულგარული წიწაკა - 1 ც. სოსისი - 1 ც. კვერცხი - 4 ცალი რძე - 3 ს.კ. წყალი - 1 ს.კ. მარილი, პილპილი, პაპრიკა ზეითუნის ზეთი - დაახლ. 2 - 3 ს.კ. მომზადების წესი:

დაჭერით ბოსტნეული და სოსისი. ჩართეთ ღუმელი და გაახურეთ 200 C-მდე. მანამდე, გაზქურაზე, მაღალ ცეცხლზე გაახურეთ ტაფა და მოასხით ზეითუნის ზეთი. 2 წუთის მანძილზე ჩაშუშეთ ხახვი და ბადრიჯანი და მუდმივად ურიეთ, რომ არ მიიწვას. დაამატეთ დანარჩენი ბოსტნეული და სოსისი და ჩაშუშეთ 3 წუთის განმავლობაში. დაამატეთ მარილი და სურვილისამებრ პილპილი და პაპრიკა.

აიღეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელი, ძირზე და კედლებზე წაუსვით ცოტა ზეითუნის ზეთი. გადაიტანეთ ჩაშუშული ბოსტნეული და სოსისი ამ ჭურჭელში. ცალკე გათქვიფეთ კვერცხი, რძე და 1 ს.კ. წყალი. დაამატეთ ცოტა მარილი. მოასხით ჭურჭელში მოთავსებულ ჩაშუშულ ბოსტნეულს და კოვზით სულ ოდნავ ამოურიეთ, რომ კვერცხი ყველგან გადანაწილდეს.

შედგით ღუმელში და გამოაცხვეთ 25 - 30 წუთის განმავლობაში. როდესაც ზედაპირი მოშრება და მოიბრაწება, თქვენი გემრიელი საუზმე მზად არის!

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.