რუბრიკები
ცნობილია “ფარგოს” მეორე სეზონის ახალი დეტალები
“ფარგო” წლის ერთ-ერთ საუკეთესო სერიალად რომ დასახელდა, არავის გაკვირვებია. მიუხედავად იმისა, რომ ეპიზოდები ძმები კოენების ლეგენდარული ფილმის მოტივებზეა დაფუძნებული, შოუმ მაინც მოახერხა, ამ ნამუშევარზე დიდი კვალი და თავისი ნიშა დაემჩნია… ამჯერად, “ფარგო” ათი ახალი ეპიზოდით აპირებს დაბრუნებას. მეორე სეზონში წამყვანი როლი პატრიკ უილსონს ერგება. სიუჟეტი 1979 წლის სამხრეთ დაკოტასა და მინესოტაში განვითარდება და ახალგაზრდა ლუ სოლვერსონზე მოგვიყვება. უკვე დადასტურდა, რომ მეორე სეზონში ტედ დენსონი და ჯინ სმარტიც მიიღებენ მონაწილეობას. მეორეხარისხოვან როლებს ნიკ ოფერმენი, ბრედ გარეტი, ბოკიმ ვუდბაინი, ჯეფრი დონოვანი, ანგუს სემპსონი და კირან კალკინი შეასრულებენ. როგორც მანამდეც შეგატყობინეთ, “ფარგოს” შემოქმედებით ჯგუფს კირსტენ დანსტიც უერთდება. ის განასახიერებს გოგონას, რომელიც საზოგადოების მიერ დაწესებული ნორმებით იტანჯება და ცდილობს, გაერკვეს, ვინ არის და რა სურს სინამდვილეში. მისი მეუღლის როლში ჯეს პლემონსი მოგვევლინება. “ფარგო” მეორე სეზონით 19 იანვარს ბრუნდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.