ინგრედიენტები:
სოკო 500 გ
კარტოფილი 500 გ
ნიგოზი 200 გ
ნიორი 3-5 კბილი
ქინძი
მწვანე ხახვი
ხახვი 2 თავი
კარაქი 50 გ
მარილი და პილპილი
ზეთი
მომზადების წესი:
სოკოს მოაცალეთ ფეხები და ჩაშუშეთ ზეთში. სითხეს რომ დაიშრობს, დაამატეთ წვრილ კუბებად დაჭრილი კარტოფილი და კარაქი. კარტოფილი რომ მოიბრაწება, დაამატეთ დაჭრილი ხახვი. 5-10 წუტში დაამატეთ დაჭრილი მწვანილი.
ბოლოს დაამატეთ ერთად გატარებული ნიგოზი და ნიორი, მარილი და ამოურიეთ. მიირთვით ცხელი.
მასალის გამოყენების პირობები