სუპერსპორტული მანქანების იტალიური ავტომწარმოებელი ”ლამბორგინი” თავის მომხმარებლებს სმარტფონსაც სთავაზობს - ეს არის ძვირფასი სმარტფონი Lamborghini Mobile, რომელიც 6000 დოლარი ღირს.
Lamborghini Mobile ტონინო ლამბორგინის ფირმაა, რომელიც ავტოკონსტრუქტორ ფერუჩო ლამბორგინის შვილია. ცნობისათვის, ”ლამბორგინი” ”ფოლკსვაგენის” კონცერნს ეკუთვნის.
”ლამბოს” სმარტფონი ხელმისაწვდომია შავ, ვერცხლისფერ და ოქროს ფერებში ხუთი სხვადასხვა ფერის ტყავით. ”ლამბორგინის” სმარტფონი ორი სიმ-ბარათით მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები