უკვე რამდენიმე წელია, ბრედლი კუპერის სამსახიობო ნიჭი, უმეტესწილად, დადებითად ფასდება. ამჯერად, მსახიობმა გადაწყვიტა, თავი სხვა ამპლუაშიც მოსინჯოს. Deadline-ის ინფორმაციით, კუპერი ახალ ნამუშევარში “თაფლობის თვე ჰარისთან ერთად” არა მხოლოდ მონაწილეობას მიიღებს, არამედ მისი რეჟისორიც იქნება. გარდა ამისა, ბრედლის კიდევ რამდენიმე სხვა სურათის გადაღება სურს.
რაც შეეხება უშუალოდ “თაფლობის თვეს”, სიუჟეტი მოგვითხრობს მამაკაცზე, რომელიც ერთ გოგონასთან შეხვედრის შემდეგ მთლიანად ცვლის თავის ცხოვრებას. ისინი დაოჯახების პირას არიან, როცა საპატარძლო კვდება და მთავარი პერსონაჟი მარტო მიდის თაფლობის თვეში, რათა თავი მოიკლას…
სურათში რობერტ დენირო გოგონას მამას განასახიერებს, ბრედლი კი მთავარ როლში მოგვევლინება. ჯერჯერობით უცნობია გადაღებების დაწყებისა და პრემიერის თარიღები. აუდიტორია კი მოუთმენლად ელის კუპერის სარეჟისორო დებიუტს და კრიტიკოსთა შეფასებებს…
მასალის გამოყენების პირობები