რუბრიკები
ბოსტნეულის ცხარე სუპი
ინგრედიენტები: 4 ბადრიჯანი 3 კარტოფილი 2 სტაფილო 2 თავი ხახვი 2 მწვანე ტკბილი წიწაკა 2 დიდი პომიდორი 1 ჩ.კ. ხმელი ქინძი 0,5 ჩ.კ. უცხო სუნელი 4 კბ ნიორი 1 ს.კ. წითელი წიწაკა 0,5 ჩ.კ. შავი პილპილი მარილი 3-4 ღერი რეჰანი და ოხრახუში ზეთი მომზადება: ბადრიჯანი, კარტოფილი, ხახვი, სტაფილო, ტკბილი წიწაკა და პომიდორი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. ქვაბში ჩაასხით 4-5 ს.კ. ზეთი, წამოადუღეთ, დაამატეთ ხახვი და მოშუშეთ მაღალ ტემპერატურაზე, ხშირად ურიეთ. როდესაც ხახვი შეწითლდება, დაამატეთ სტაფილო, შეამცირეთ ტემპერატურა და გააგრძელეთ შუშვა 7-8 წუთი. ქვაბში ჩაამატეთ დაჭრილი ბადრიჯანი და კარტოფილი, მოაყარეთ მარილი და დატოვეთ დაბალ ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში. ხანდახან მოურიეთ. ინგრედიენტების ნახევარი ამოიღეთ ქვაბიდან, დაასხით 100 გ წყალი და დააბლენდერეთ. მეორე ნახევარს კი დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი და ტკბილი წიწაკა და გააგრძელეთ შუშვა 5 წუთი. შემდეგ შეურიეთ დაბლენდერებული კარტოფილისა და სხვა ინგრედიენტების ნაზავი, ასევე 1 ლ წყალი. კარგად აურიეთ და წამოადუღეთ. ბოლოს ქვაბში ჩაამატეთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, წითელი წიწაკა, შავი პილპილი, მარილი (თუ საჭიროა) და დასრესილი ნიორი. კარგად მოურიეთ და ადუღეთ საშუალო ტემპერატურაზე კიდევ 10 წუთი. თეფშზე გადმოღების შემდეგ სუპს მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში და რეჰანი. გემრიელად მიირთვით!
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.