ანჯელინა ჯოლის რომის პაპ ფრანცისკთან შეხვედრის პატივი ხვდა წილად. როგორც გამომცემლობა La Repubblica იტყობინება, ცნობილმა მსახიობმა და რეჟისორმა ვატიკანში თავისი ახალი ფილმი „Unbroken“ წარადგინა. მართალია, თავად პონტიფიკმა, პარიზის კარდინალთან მნიშვნელოვანი მოლაპარაკების გამო ,ჩვენებაზე დასწრება ვერ მოახერხა , მაგრამ მან ჯოლი სეანსის შემდეგ მიიღო და მას ვარდებიც აჩუქა.Pope-
რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურთან შეხვედრას ანჯელინას ორი გოგონა – შილო და ზახარაც ესწრებოდნენ. რეჟისორმა პონტიფიკს მოუთხრო სურათის მთავარი გმირის ლუი ზამპერინის ისტორია , რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ВВС-ში მსახურობდა. მისი თვითმფრინავი წყნარი ოკეანის თავზე ჩამოვარდა და ზამპერინიმ, რამდენიმე თანამშრომელთან ერთად, 47 დღე საჭმლისა და წყლის საკმარისი რაოდენობის გარეშე, ღია ოკეანეში გაატარა, სანამ ის იაპონიის სანაპიროსთან არ გაირიყა და ტყვეობაში არ აღმოჩნდა. მოგვიანებით, თავის წიგნში ის ამტკიცებდა, რომ ამ ყველაფრის გადატანაში მას რწმენა დაეხმარა.
„ვატიკანში ამ ფილმის წარდგენა – ეს დიდი პატივი და ლუის ხსოვნისთვის პატივის მიგების ღირსეული საშუალებაა. მისი ცხოვრება ხომ რწმენით გაძლიერებული ადამიანის სულის სიძლიერეს განსახიერებაა“, – კომენტარი გააკეთა შეხვედრის შესახებ თავად ჯოლიმ.
შეგახსენებთ, რომ „Unbroken“-მა აშშ-ს გაქირავებაში წარმატებული სტარტი აიღო და პირველ უქმეებზე იმაზე გაცილებით მეტი მოაგროვა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
მასალის გამოყენების პირობები