სოციალურად დაუცველთა უფასო სასადილოს კვების პროგრამისთვის ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტში 110 ათასი ლარია გათვალისწინებული. აღნიშნულ მომსახურებაზე მერიამ ტენდერი გასული წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა, წინადადებების მიღება 30 დეკემბერს დასრულდა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტენდენეტმა - ინდ.მეწარმე მანანა ლომაიამ მიიღო. შესაბამისად, გამარჯვებულიც ის გახდა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, მანანა ლომაია, როგორც ინდ. მეწარმე რეესტრში 24 დეკემბერს დარეგისტრირდა.
გამარჯვებულმა ფირმამ დღეში სოციალურად დაუცველი 250 ადამიანის კვება უნდა უზრუნველყოს. მენიუშია: წვნიანი ხორცის გუფთებით, თევზი, ბორშჩი, კატლეტი, ბულიონი, ფლავი, ხილი და სხვა.
მასალის გამოყენების პირობები