ინგრედიენტები:
400 გ თევზი
250 გ კარტოფილი
1 ხახვი
1 ჩ.კ. ლიმონის ან ლაიმის წვენი
50 გ ოხრახუში
4 კვერცხი
პილპილი
ჯავზი (დანის წვერით)
სიმინდის ფქვილი
ზეთი
მომზადება:
კარტოფილი გათალეთ და მოხარშეთ. ცალკე მოხარშეთ თევზიც. ორივე შეაგრილეთ.
კარტოფილისგან მოამზადეთ პიურე. თევზი დაჭერით ან გაატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
ძალიან წვრილად დაჭერით ხახვი და კიდევ უფრო წვრილად – ოხრახუში.
ყველა ეს ინგრედიენტი ჩაყარეთ ერთ ჯამში, დაამატეთ კვერცხი, ჯავზი (დანის წვერით), მარილი, ლიმონის წვენი, პილპილი და კარგად აურიეთ.
გააკეთეთ ბურთულები, ამოავლეთ სიმინდის ფქვილში და პორციებად შეწვით ადუღებულ ზეთში. შეწვას 3 წუთზე მეტი არ სჭირდება. შემწვარი ბურთულები გადმოიღეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ ცხიმი მთლიანად ჩამოიწუროს.
გემრიელად მიირთვით!
თევზის კორკეტები
მასალის გამოყენების პირობები