დავით გარეჯში, დოდორქის მონასტრის მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით, კლდეში, წმინდათა გამოსახულებებით მოხატული, დღემდე უცნობი დარბაზული ტიპის სამლოცველო აღმოაჩინეს. ეს ძეგლი, დღემდე შემორჩენილი ისტორიულ წყაროებში ნახსენები არ არის, ასევე არაფერია მასზე ნათქვამი აქამდე არსებულ მეცნიერულ ნაშრომებში.
კულტურის მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე აცხადებს, რომ აღმოჩენის შესახებ, სააგენტოს მყისიერად შეატყობინეს და ადგილზე უკვე გაგზავნილი იყო სპეციალური ჯგუფი, რომელმაც პირველადი დათვალიერება გააკეთა. ანთიძის თქმით, ძეგლში თითქმის მთლიანად შემორჩენილია XIII საუკუნის მოხატულობა.
მასალის გამოყენების პირობები