ქალაქ ზუგდიდში,კომბინატის დასახლების პირველ უბანში, 14 სცხოვრებელ კორპუსს წყლის მიწოდება ჭაბურღილის ძრავის მწყობრიდან გამოსვლის შედეგად, რამდენიმე დღის წინ შეუწყდა, რის შედეგადაც 650 ოჯახი უწყლოდ დარჩა. კერძო კომპანია, შ.პ.ს. ,,შენსერვისმა“, რომელიც უბნის წყალომომარაგებაზეა პასუხისმგებელი, ვერ შეძლო პრობლემის მოგვარება, რის შედეგადაც ქალაქ ზუგდიდის მერიას მოსახლეობამ წყალმომარაგების პრობლემის მოგვარების თხოვნით მიმართა.
მერის, ირაკლი გოგოხიას გადაწყვეტილებით, სარეზერვო ფონდიდან უმოკლეს დროში გამოიყო 6300 ლარი ჭაბურღილის ძრავისა და ტუმბოს შესაძენად. ქალაქის მერის, ვიცე-მერისა და მერიის შესაბამისი სამსახურების უშუალო ზედამხედველობითა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დახმარებით, უმოკლეს დროში შესაძლებელი გახდა ჭაბურღილის ამუშავება.
მასალის გამოყენების პირობები