რუბრიკები
საქველმოქმედო აქცია "ერთსულოვნება" ფარგლებში დახმარება 30-მა ოჯახმა მიიღო (ვიდეო)
ზუგდიდში საქველმოქმედო კონცერტის "ერთსულოვნება" ფარგლებში შემოსული თანხით შეძენილი ნივთები, კომპანიების მიერ გაღებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საკვები პროდუქტი უკიდურესად შეჭირვებულ 30 ოჯახს დღეს გადეცა.  მათ შორისაა აკობიების მრავალშვილიანი ოჯახი.  ტასო აკობია 8 მცირეწლოვან შვილთან ერთად რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში, ერთ ოთახში ცხოვრობს.  საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მათ საკვები პროდუქტი და საოჯახო ნივთები გადასცეს. "ვცხოვრობთ უკიდურესად ცუდ პირობებში. საკვები პროდუქტი და საოჯახო ტექნიკა მოგვიტანეს. გარდა ამისა, ქალაქის საკრებულო გვპირდება, რომ უახლოეს მომავალში აქედან გაგვიყვანს და უკეთეს პირობებში გვაცხოვრებს", - თქვა ტასო აკობიამ. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში შეგროვილი შემოწირულობების გადაცემას ქალაქის საკრებულოს თანამშრომლები, აქციის ორგანიზატორები და სასულიერო პირები დაესწრნენ. "მართალია, ეს აქცია ამ ადამიანებისთვის მცირედია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც განხორციელდება და იმ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ ჩვენი მზრუნველობა, მხარდაჭერა არ უნდა მოვაკლოთ", - ამბობს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ზუგდიდის კულტურის ცენტრ "ოდიშის" საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო აქცია-კონცერტი „ერთსულოვნება“ 8 იანვარს გაიმართა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.