რუბრიკები
ცხვრის ხორცის გუფთები პიტნით
ინგრედიენტები: 600 გ ცხვრის ფარში; 200 გ პურის გული; 50 გ გოგრის თესლი; 40 გ პიტნა; 1 კვერცხი; 200 გ ფქვილი; 1/2 ჩ.კ. ტომატი; შავი პილპილი; 1/2 ლიმონის წვენი; მარილი; 10 ს.კ. ზეითუნის ზეთი. მომზადება: პურის გული დაალბეთ თბილ წყალში და შემდეგ კარგად გაწურეთ; გოგრის თესლი ოდნავ მოხალეთ და გააცალეთ კანი. პიტნა ძალიან წვრილად დაჭერით, შემდეგ კი დანაყეთ. ცხვრის ფარშს დაუმატეთ მარილი, შავი პილპილი, დანაყული პიტნა, პურის გული, ლიმონის წვენი და ტომატი, ჩაახალეთ კვერცხი და ხელით კარგად აზილეთ. მოამზადეთ ხორცის გუნდები და ამოავლეთ ფქვილში. ცეცხლგამძლე ჭურჭელში ჩაასხით ზეითუნის ზეთი და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში. როდესაც ზეთი ადუღდება, ჭურჭელში ჩაალაგეთ ხორცის გუნდები და დაბრაწეთ დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით რომელიმე თეთრ სოუსთან, მაგალითად, ბერ ბლანთან ერთად!
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.