რუბრიკები
ლუკ ბესონმა ფრანგ მუსულმანებს ავტომატების მაგივრად ფანქრების ყიდვისკენ მოუწოდა

რეჟსორმა ლუკ ბესონმა  ფრანგ მუსულმანებს ღია წერილით მიმართა, რომელშიც  მან მათ მოუწოდა, რომ უარი თქვან იარაღსა და ძალადობაზე და ამის მაგივრად კალამსა და ფანქრებს მოჰკიდონ ხელი.  წერილი გაზეთმა Le Monde-მ ორშაბათს, 12 იანვარს გამოაქვეყნა.

ბესონმა საფრანგეთის ხელისუფლების მიმართაც გააკეთა რამდენიმე კომენტარი. რეჟისორი ფიქრობს, რომ  მთავრობამ პრობლემის ისეთი გადაწყვეტა უნდა მონახოს, რომელიც მისი აზრით გაუცხოებულ მუსულმან ახალგაზრდობას განათლების მიღებასა და დასაქმებაში დაეხმარება.Charlie-Hebdo-fusillade

„ძმაო, რომ იცოდე, როგორ მტკივა ის, რომ დღეს შენ და შენი შესანიშნავი რელიგია შეურაცხყოფილი, დამცირებული და დადანაშაულებული ხართ. დაივიწყეს შენი ძალა, შენი ენერგია, შენი იუმორი, შენი გული და შენი ძმობა.  ეს უსამართლობაა და ჩვენ ერთად უნდა შევაჩეროთ ეს უსამართლობა“, – დაწერა ბესონმა.  მან დაამატა, რომ მუსულმანებს უაზროდ უკეთებენ ასოციაციას ჯიჰადთან და ტერორთან.

რეჟისორმა ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატია თავდაცვის ინსტრუმენტებს გვთავაზობს: „კალაშნიკოვის ავტომატი 250 ევრო ღირს, ხოლო კალამი – 3 ევრო, ამ გზით გაცემული პასუხი კი ათასჯერ ძლიერი იქნება“.

ამ წერილით ბესონმა რეაგირება მოახდინა 2015 წლის 7 იანვარს სატირულ  ჟურნალ Charlie Hebdo-ზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.