სამგზავრო გემ "ნორმან ატლანტიკზე" კატასტროფის დროს გარდაცვლილ არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარს საქართველოში შაბათს გადმოასვენებენ, - ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს ბარის წმიდა ნიკოლოზის სახელობის სამრევლოს წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა მოსე ჭანკვეტაძემ განუცხადა.
"14 იანვრიდან უკვე მოხდება მამა ილიას ცხედრის გადმოცემა და მომზადება გადმოსასვენებლად. ასევე ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში მოღვაწე სასულიერო პირთა მხრიდან გათვალისწინებული იქნა მამა ილიას უკანასკნელი სურვილი, რადგან ის წმინდა ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად მობრძანდებოდა და დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, მე, როგორც აქაური სამრევლოს წინამძღვარი, მამა ილიას სულის მოსახსენებელ წირვას პარასკევს დილით, წმინდა ნიკოლოზის საფლავზე აღვასრულებ. ამის შემდეგ, შაბათს მოხდება მამა ილიას ცხედრის ჩამოსვენება საქართველოში", - განაცხადა არქიმანდრიტმა მოსემ.
მასალის გამოყენების პირობები