Facebook -მა სატესტო რეჟიმში გაუშვა ახალი სერვისი - Facebook at Work- რომელიც ამა თუ იმ კომპანიის შიგნით თანამშრომელთა კომუნიკაციისთვის არის განკუთვნილი.
„Facebook at Work —წარმოადგენს ცალკე აპლიკაციას, რომელიც კომპანიის თანამშრომლებს საშუალებას მისცემს ეფექტიანი კომუნიკაცია დაამყარონ ერთობლივი სამუშაობის შესრულებისას, Facebook-ის ინსტრუმენტების გამოყენებით“, -აცხადებენ სოციალურ ქსელში.
Facebook-ში აცხადებენ, რომ შეიქმნება პირობები ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხოებისთვის და ეს სერვისი მხოლოდ კომპანიის შიგნით გამოყენებისთვის იქნება გამიზნული.
მასალის გამოყენების პირობები