რუბრიკები
დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესის განხილვამ საკრებულოში კამათი გამოიწვია (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის მოსახლეობამ გასულ თვეს ელექტროენერგიისა და დასუფთავების ერთიანი ქვითარი მიიღო, რამაც მოსახლეობის ნაწილში გაუგებრობა გამოიწვია. სწორედ, აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე. საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიას განმარტებით,  დენისა და დასუფთავების ქვითარი ერთმანეთთან მხოლოდ ტექნიკურად არის დაკავშირებული და დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობა ელექტოენერგიის გათიშვას არ გამოიწვევს.  თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარემ იქვე აღნიშნა, რომ გადაუხდელობა გამოიწვევს დავალიანების წარმოშობას , რაც  შესაბამისად  აღსრულების  ბიუროს გადაეცემა. მერაბ ქვარაიას განცხადებით, თუკი მოსახლეობას დასუფთავების სამსახურთან და შესაბამის ქვითართან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდებათ, მერიასა და საკრებულოში მოქმედებს ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეები ყველა კითხვაზე მიიღებენ  პასუხს. ცხელი ხაზის ნომერია : (415)  25 05 52 -  ქალაქის მერია;  (415)  25 38 87 -  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო. ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დასუფთავების მოსაკრებლის წინააღმდეგნი არიან. მათი თქმით, დასუფთავების გადასახადი მოსახლეობას არ უნდა დააწვეს და შესაბამისი თანხა ბიუჯეტში უნდა გამოინახოს. აღნიშნული  საკითხის განხილვამ  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის კამათი გამოიწვია.  ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთმანეთს დაშვებული შეცდომები და შეუსრულებელი წინასაარჩევნო დაპირებები შეახსენეს. ქალაქ ზუგდიდის თვითმმართველმა ორგანოებმა დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის შესახებ გადაწყვეტილება გასული წლის აგვისტოში მიიღეს.  დასუფთავების მოსაკრებელი თვეში  ერთ სულ მოსახლეზე 0,50 ლარით განისაზღვრა, ოჯახის წევრების სიმრავლის მიუხედავად,  ოჯახს 2 ლარზე მეტის გადახდა არ მოუწევს.  დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისგან მხოლოდ  სოციალურად დაუცველი ოჯახები გათავისუფლდებიან.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.