დემონსტრანტებს ხელში პლაკატები უჭირავთ, რომლის მეშვეობითაც ისინი ხელისუფლებისგან გოგიტა აბულაძის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, გოგიტა აბულაძე საქართველოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. მისი კვალი 3 წლის წინ მაშინ გაუჩინარდა, როდესაც ის აფხაზეთში გადავიდა. აფხაზეთში გადასვლამდე მან წერილიც დატოვა.
"გადავედი აფხაზეთში "ევგენი ბორისოვთან" შესახვედრად. ამის შესახებ იცის მალხაზ პაჭკორიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელმა,"- ნათქვამია წერილში.
წერილს, რომელიც გოგიტა აბულაძემ დატოვა ექსპერტიზა ჩაუტარდა და დადგინდა ,რომ ის ნამდვილად აბულაძის მიერაა დაწერილი.
მასალის გამოყენების პირობები