ინგრედიენტები 6 პორციისთვის:
1 თავი ყვავილოვანი კომბოსტო (საშუალო ზომის)
200 გ ლორი
5 ს.კ. ზეითუნის ზეთი
13 გ ნაღების კარაქი
4-5 კბ ნიორი
1 თავი ხახვი
400 გ არაჟანი
10-15 გ ოხრახუში
მარილი
მომზადება:
გაახურეთ აირღუმელი 180 გრადუსამდე.
ყვავილოვანი კომბოსტო გაჭერით ოთხად და მოათავსეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელზე. მოაყარეთ მარილი. სასურველია გამოიყენოთ საკვები ზღვის მარილი, თუმცა ჩვეულებრივი “ხრეში” მარილიც გამოდგება ;) მოასხით 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი.
შედგით ყვავილოვანი კომბოსტო აირღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში, სანამ არ დარბილდება.
ხახვი (შეიძლება პრასიც) დაჭერით წვრილად. ნიორი დანაყეთ ან დასრისეთ. ქვაბში გაადნეთ კარაქი და მოშუშეთ ხახვი (ან პრასი), 6-7 წუთში დაამატეთ ნიორი და კარგად აურიეთ დაგადმოდგით ცეცხლიდან.
დარბილებული ყვავილოვანი კომბოსტო დაანაწევრეთ პატარ პატარა “ყვავილებად”, გაყავით 6 ნაწილად და ჩაალაგეთ თეფშებში.
ყვავილოვანი კომბოსტოს დანარჩენი ნაწილები (ღეროები) დაჭერით წვრილად და დაუმატეთ მოშუშულ ხახვს და დააქუცმაცეთ ხელის ბლენდერით, დაუმატეთ არაჟანი და ცოტა წყალი, შეაზავეთ მარილით და კარგად ათქვიფეთ. მიღებული მასა გადაანაწილეთ თეფშებში.
ლორი დაჭერით წვრილად, 2 წუთის განმავლობაში მოშუშეთ საშუალო ცეცხლზე, გაყავით 6 ნაწილად და დაამატეთ თეფშებზე.
მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში, მოასხით ცოტა ზეითუნის ზეთი და გემრიელად მიირთვით!
მასალის გამოყენების პირობები