რუბრიკები
კრიშტიანუ რონალდო და ირინა შეიკი დაშორდნენ
კიდევ ერთი მშვენიერი წყვილის ისტორია მიუახლოვდა დასასრულს. ირინა შეიკი და კრიშტიანუ რონალდო, ხუთწლიანი ურთიერთობის შემდეგ, დაშორდნენ. „შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ირინამ კრიშტიანუ რონალდოსთან თავისი ხუთწლიანი ურთიერთობა დაასრულა, -განაცხადა მოდელის წარმომადგენელმა. – მთელი ამ დროის მანძილზე მას მის ოჯახთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა. ნებისმიერი უარყოფითი ჭორი, რაც ირინასა და რონალდოს ოჯახს შეეხება – სრული სიცრუეა. ამას არანაირი კავშირი მათ დაშორებასთან არ აქვს. მოცემულ მომენტში ირინა ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ გეგმავს“. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა და რუსმა მოდელმა შეხვედრა 2010 წელს Armani-ის ერთობლივი სარეკლამო კამპანიის შემდეგ დაიწყეს. მათი დაშორების შესახებ ჭორები ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. „ჰერაკლეს“ პრემიერაზე კრიშტიანუ ირინას თან არ ახლდა, ხოლო ირინა „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონიაზე არ გაჰყოლია მას. საახალწლო დღესასწაულებიც მათ ცალ-ცალკე აღნიშნეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.