რუბრიკები
კინოპროექტი “21-ე საუკუნის ქართული ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაცია”
16 იანვარს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა კინოპროექტის პრეზენტაცია – „21-ე საუკუნის ქართული ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაცია“. პრეზენტაციას კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი გაუძღვნენ. პროექტი მიზნად ისახავს, ქართველი მწერლების აქტიურად ჩართვას ქართულ კინოპროცესში და ქართული კინოსცენარების გამდიდრებას მხატვრული ლიტერატურის ნიმუშებით. პროექტი ემსახურება ქართველი გამომცემლების, მწერლებისა და რეჟისორების ურთიერთ-თანამშრომლობის გაღრმავებას. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, 21-ე საუკუნის ქართული ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციის დასაფინანსებლად გამოცხადდება კონკურსი, რომელიც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება 2 წლის განმავლობაში. იანვრის ბოლოს კულტურის სამინისტროში გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი გამომცემლები, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, ქართველი რეჟისორები, სცენარისტები და პროდიუსერები. შეხვედრის ფარგლებში გამომცემლები წარმოადგენენ მათ მიერ გამოცემულ ნაწარმოებების პრეზენტაციას, რომელთა მიხედვით კინოსცენარები შეიქმნება. გამარჯვებული პროექტი 2016 წელს დაფინანსდება და ჩაეშვება წარმოებაში. ამ პროექტისთვის საკონკურსო ფონდი დამატებით გამოიყოფა კულტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან. გარდა ამისა, განვითარებულ ეტაპამდე მივა კიდევ 4 კინოსცენარი, რომლებსაც ექნებათ შანსი, სხვადასხვა წყაროთი მოიპოვონ დაფინანსება წარმოებისთვის. ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაცია საინტერესო იქნება 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კონტექსტშიც, რადგან ამ წელს მთავარი სტუმარი საქართველო იქნება. ნაწარმოები, რომლის მიხედვითაც შექმნილი კინოსცენარი კონკურსში გაიმარჯვებს, ითარგმნება გერმანულ ენაზე და წარდგება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. ბაზრობა ასევე თანამშრომლობს ბერლინალესთან. ამიტომ ეს დამატებითი ასპარეზი იქნება ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით შექმნილი ფილმისთვის. ავტორი : საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.