20 იანვარს, დაახლოებით დილის 4 საათზე, სოხუმის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროდან დაუდგენელმა პირებმა გალის რაიონში სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული სამი ახალგაზრდის ცხედარი გაიტაცეს.
გალელი გელა გერგედავას გატაცებაში მონაწილე, ასევე, გალის რაიონის მკვიდრების ჯ. აქუბარდიას, ლ. ხარგელიას და ნ. ხურცილავას გვამები ექსპერტიზის ბიუროს პროზექტურაში ინახებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორმა უცნობმა პირმა პროზექტურის მორიგე გზიდან ჩამოიცილეს, ცხედრები გაიტანეს და მანქანით მიიმალნენ.
შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს, ჯ. აქუბარდიამ, ლ. ხარგელიამ და ნ. ხურცილავამ გვიან ღამით, გამოსასყიდის მიღების მიზნით, საკუთარ სახლთან, გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრი გელა გერგედავა გაიტაცეს. იგი სოფელ რეფში მიტოვებულ სახლში გადამალეს, საიდანაც გერგედავამ 12 იანვარს მან გაქცევა მოახერხა და მომხდარის შესახებ გალის რაიონის მილიციას აცნობა.
გელა გერგედავას თქმით, მან ისარგებლა მომენტით, როდესაც გამტაცებლებს ეძინათ, ფეხსაცმელში დამალული დანით ერთ-ერთ მათგანს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, ორი კი - დაჭრა და სახლიდან გააღწია.
გერგედავას მიერ მოკლული პირი, მსგავსი დანაშაულებისთვის ძებნილი, ჯათუ აქუბარდია აღმოჩნდა.
გამტაცებლების დასაკავებლად ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სოფელ რეფში სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის დროსაც ორმხრივი სროლის შედეგად აფხაზეთის ანტიტერორისტული ბიუროს თანამშრომელი ედუარდ ნერსესიანი და რუსეთის უშიშროების ფედერალური ბიუროს სასაზღვრო სამმართველოს სამხედრო მოსამსახურე ანდრეი უდალცოვი დაიღუპა.
სპეცოპერაციისას გერგედავას სხვა გამტაცებლების ლიკვიდაცია მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები