რუბრიკები
ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეებს გადასახადი გაუძვირდათ
ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეებს შპს „სუპერმარკეტის“ ადმინისტრაციამ გადასახადი გაუძვირა. მოვაჭრეების თქმით, მათ იანვრიდან თვეში დამატებით 30 ლარის გადახდა მოუწევთ. ისინი გაზრდილი გადასახადის გამო უკმაყოფილობას გამოთქვამენ და შიშობენ, რომ ქირის გადახდა გაუჭირდებათ. მოვაჭრეები გადასახადს სავაჭრო ფართის მიხედვით იხდიან. „ვაჭრობა ისედაც არ იყო. ახლა ქირა გაგვიძვირეს და არ ვიცით როგორ მოვახერხებთ მის გადახდას. აქ ყველას სესხი აქვს, ყველას გვიჭირს“, - ამბობენ მოვაჭრეები. შპს „სუპერმარკეტის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანილი გია კანკია გადასახადის გაძვირებას ადასტურებს. მისი თქმით, შპს რამდენიმე პარტნიორმა დატოვა, რის გამოც მათ შემოსავლები შეუმცირდათ. გარდა ამისა, კანკია გადასახადების გაზრდის მიზეზად ბაზრის, სამომავლოდ დაგეგმილ, კეთილმოწყობას ასახელებს. „ჩვენგან წავიდნენ პარტნიორები, მათ სავაჭრო ფართები კერძო საკუთრებაში დაიკანონეს. აწი მათ გადასახდელების გადახდა არ მოუწევთ და აქედან გამომდინარე ჩვენ შემოსავლები შეგვიმცირდა. ასევე, ბაზარში მოსაწესრიგებელია კანალიზაცია, ბევრი პრობლემაა... აქედან გამომდინარე, იძულებულები გავხდით გადასახადი გაგვეზარდა“, -თქვა გია კანკიამ. მოვაჭრეებისთვის გადასახადის გაზრდის პარალელურად, ზუგდიდის თვითმმართველობა სახელმწიფოს ბალანსზე არსებული მიწის დაკანონებაზე მუშოაბს. ასეთია შპს „სუპერმარკეტის“ მიმდებარედ არსებული 545კვ.მ მიწის ფართი, სადაც მოვაჭრეების დიდი ნაწილი მუშაობს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, მათი მიზანია სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონების დაკანონება ქალაქის საკუთრებაში, რათა შემოსავლები არა ცენტრალურ, არამედ ადგილობრივ ბიუჯეტში შევიდეს. „ ამ საკითხზე მუშაობა დავიწყეთ. ველოდებით პასუხს. დიდი ალბათობით, სახელმწიფო მის მფლობელობაში არსებულ ქონებას ადგილობრივ თვითმმართველობას გადასცემს. რაც შეეხება შპს „სუპერმარკეტის“ ტერიტორიაზე არსებულ ფართს, იმ შემთხვევაში, თუ ის ქალაქს საკუთრებაში გადაეცემა, მოვაჭრეებს მდგომარეობა შეუმსუბუქდებათ“,- აღნიშნა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ქოჩუამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.