რუბრიკები
ბრიტანული სკონები
რეცეპტის ინგრედიენტები: 2 ჭიქა (ოდნავ ნაკლები) ფქვილი 1/4 ჭიქა შაქარი 4 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი/საცხობი ფხვნილი 1/8 ჩაის კოვზი მარილი 70 გრამი უმარილო კარაქი 1/2 ჭიქა რძე 1/4 ჭიქა არაჟანი 1/3 ჭიქა ქიშმიში 1 ცალი კვერცხი 1 სუფრის კოვზი რძე მომზადების წესი 1. გააცხელეთ ღუმელი 200C გრადუსზე. 2. ჯამში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, შაქარი, მარილი და გამაფხვიერებელი. გამოიღეთ მაცივრიდან კარაქი, დაჭერით და მალევე ჩაჭყლიტეთ ფქვილის მშრალ მასაში(აუცილებელია რომ კარაქი იყოს ცივი). შეჩერდით, როცა მასა ნამცეცებისებური გახდება. 3. მცირე ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ რძე, არაჟანი და ქიშმიში. შემდეგ ჩაუმატეთ ის ფქვილის მასას და ურიეთ ჩანგლით, სანამ ფქვილი არ შეიწოვს თხევად მასას(ნუ მოურევთ ზედმეტად). 4. გადაიტანეთ ცომი ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე, რამდენჯერმე გადაზილეთ(მოაყარეთ ცოტა ფქვილი თუ ამის საჭიროება იქნება) და მიეცით ოთხკუთხედის ფორმა. დაჭერით ეს ოთხკუთხედი 8 თანაბარი ზომის ნაჭრად და დაალაგეთ პერგამენტის ქაღალდზე გამოსაცხობად. 5. გათქვიფეთ 1 ცალი კვერცხი 1 სუფრის კოვზ რძესთან ერთად და ფუნჯით გადაუსვით სკონებს ზემოდან. აცხვეთ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში, სანამ სკონები არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას. 6. გამოცხობის შემდეგ აცალეთ ოდნავ შეგრილება და შემდეგ გადაიტანეთ ცხაურზე კარგად გასაცივებლად.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.