კონსორციუმის, რომლის შემადგენლობაში „შპს ანაკლია და ინდუსტრიული ეკო პარკი და პორტი, ფაუერ ჩაინა, ბრითიშ ეკო ფაუერი და ფიზიკური პირი სპარტაკ ერაგია" მონაწილეობენ, წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ „თიბისი ბანკსა“ და „კონტის“ მწირი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ. გავრცელებული ინფორმაციითვე, "თიბისი" და "კონტი" კონკურსის შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდნენ. ეკონომიკის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ „თიბისი“ და „კონტი“ კონკურსის შემდეგ ეტაპში იღებენ მონაწილეობას და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სახელით არიან წარდგენილი.
მთავრობამ ანაკლიის მშენებლობისათვის 12 საკონკურსო განაცხადიდან 7 აარჩია. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს;
1. BOUYGUES TRAVAUX PUBLICS S.A (FRANCE);
2. MITSUI & CO., LTD (JAPAN); PORTEK INTERNATIONAL PRIVATE LIMITED (JAPAN)
3. JSC ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM (GEORGIA);
4. TERMINAL INVESTMENT LIMITED (LUXEMBOURG);
5. ANAKLIA PORT AND INDUSTRIAL ECO PARK (GEORGIA); POWER CHINA – HUBEI
HONGYUAN POWER ENGINEERING CO., LTD (CHINA); BRITISH ECO POWER LTD (GREAT BRITAIN); SPARTAK ERAGIA – (Physical Person); (CONSORTIUM);
6. AECOM TECHNICAL SERVICES INC (USA); DIA HOLDING FZCO (UNITED ARAB EMIRATES); (CONSORTIUM);
7. CHINA HARBOUR ENGINEERING COMPANY LTD (CHINA).
კონკურსის შემდეგი ეტაპი კონცეფციის წარდგენას გულისხმობს. კომპანიებს ამისათვის ვადა 16 აპრილამდე აქვთ. რის შემდეგაც მთავრობამ 2-3 კომპანია უნდა გამოავლინოს. დასკვნით ეტაპზე კი ინვესტორის შერჩევა მოხდება.
მასალის გამოყენების პირობები