მას შემდეგ, რაც აარონ სორკინის სცენარის მიხედვით დაგეგმილი ფილმის მსახიობთა სია შეირჩა, სტივ ჯობსის ბიოგრაფიული სურათის გადაღებები დაიწყო! Universal-ის ჯერჯერობით უსახელო პროექტი 2013 წელს გამოქვეყნებულ წიგნ “ჯობსს” ეფუძნება და სტარტს ლოს-ალტოსში, კალიფორნიაში იღებს. სწორედ აქ შეიქმნა Apple-ის პირველი კომპიუტერი სტივ ვოზნიაკთან ერთად.
ფილმში მთავარ როლს მაიკლ ფასბენდერი ასრულებს. მის კოლეგას სეთ როგენი განასახიერებს. სურათში, სავარაუდოდ, კეიტ უინსლეტსაც ვიხილავთ. ჯობსის პირველი შვილის დედად კი კეთრინ უოტერსტონი მოგვევლინება.
CBS San Francisco-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სამეზობლოში მიმდინარე გადაღების პროცესია ასახული. როგორც ამბობენ, ფილმს მთლიანად სან-ფრანცისკოს არეალში გადაიღებენ.
მასალის გამოყენების პირობები