Apple–მა თავის პარტნიორებს დაუგზავნა წერილი, რომელშიც თხოვს, ხელი მოაწერონ შეტყობინებას 2015 წლის 1 თებერვლიდან ყირიმში მუშაობის შეჩერების შესახებ ნახევარკუნძულის მიმართ ახალ სანქციებთან დაკავშირებით. ამ მომენტიდან კომპანიის პარტნიორები ვერ შეძლებენ ყირიმში Apple–ის პროდუქციის გაყიდვას და ამ პროდუქციასთან დაკავშირებული სერვისების მიწოდებას.
Apple–ი პირველი კომპანია არ არის, რომელიც იძულებულია, ემბარგოს გამო ყირიმში საქმიანობა შეაჩეროს. 16 იანვარს Valve Corporation–მა ყირიმში Steam–ის კომპიუტერული თამაშების გაყიდვის ინტერნეტ სერვისის მუშაობა დაბლოკა.
მასალის გამოყენების პირობები