ამერიკული ინტერნეტ-აუცქიონი eBay მიმდინარე კვარტალში 2 400 სამუშაო ადგილს შეამცირებს, რაც საერთო ჯამში, თანამშრომელთა 7%-ს შეადგენს.
”ბიბისის” ინფორმაციით, ორგანიზაცია თანამშრომელთა შემცირების მიზეზად რეორგანიზაციას და ელექტრონული გადახდების საერთაშორისო სისტემის PayPal-ის ცალკე კომპანიად გამოყოფას ასახელებენ. PayPal-ის ახალი ხელმძღვანელი დენ შულმანი გახდება, რომელსაც მანამდე American Express-ის ერთ-ერთ ქვეგანყოფილებას ედგა სათავეში.
აქციების პირველადი განთავსება (IPO) PayPal-მა პირველად 2002 წელს მოახდინა, რის შემდეგად eBay-მ კომპანია 1,5 მილიარდ დოლარად გამოისყიდა. მსოფლიოს უმსხვილესმა ინტერნეტ-აუქციონმა PayPal-ის ცალკე კომპანიად გამოყოფის შესახებ ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადა. ცვლილებების შემდეგ eBay-ს სათავეში დევინ უენგი ჩაუდგება.
კომპანიის ინფორმაციით, გასული წლის მეოთხე კვარტალში eBay-ს წმინდა მოგებამ 936 მილიონი დოლარი შეადგინა, PayPal-ის შემოსავლები კი 2014 წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში 16%-ით 2,163 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო PayPal-ით განხორციელებული გადახდების წმინდა მოცულობა 24%-ით გაიზარდა. eBay-ს მონაცემებით, 2014 წლის ბოლოსთვის PayPal-ის მომხმარებელთა რიცხვმა 162 მილიონს მიაღწია.
მასალის გამოყენების პირობები