გასულ კვირას ფრენკ დარაბონტმა Universal-ის სტუდია და “მონადირის” გადაღებები დატოვა. რეჟისორმა მიზეზად სტუდიისაგან განსხვავებული შემოქმედებითი ხედვა დაასახელა. გუნდმა მალევე მოძებნა შემცვლელი და რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად განაცხადა, რომ სურათს კედრიკ ნიკოლას-ტროიანი უხელმძღვანელებს. ის “ფიფქია და მონადირის” თანარეჟისორი და ვიზუალური ეფექტების ზედამხედველი იყო. გარდა ამისა, მუშაობდა “მალეფისენტსა” და სხვა ჩვენთვის კარგად ნაცნობ ფილმებზე.
შეგახსენებთ, რომ “მონადირეს” ფილმში ქრის ჰემსუორთი განასახიერებს. ბოროტ რავენას როლში კი ისევ შარლიზ ტერონი მოგვევლინება. სურათში აღარ იქნება კრისტენ სტუარტი. ემილი ბლანტი კი ბოროტი დედოფლის დის როლს მოირგებს. “მონადირის” პრემიერა 2016 წლის 22 აპრილსაა დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები