ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე მდებარე „რომპეტროლის“ ბენზინგასამართ სადგურზე ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის გამო ბენზინგასამართი სადგური მთლიანად ცეცხლის ალში იყო გახვეული. ცეცხლის ლოკალიზება რვა სახანძრო ბრიგადამ 10 წუთში მოახერხა.
შემთხვევის დროს ადგილზე 200 ტონა საწვავი იყო, რის გამოც აფეთქების საშიშროება არსებობდა. ამ დროისთვის ეს საფრთხე მოხსნილია. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს სპეციალური კომისია ადგენს.
მასალის გამოყენების პირობები