საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი ზუგდიდელ სტუდენტებს შეხვდა.
"აფხაზეთი და სამაჩაბლო- დაკარგული ტერიტორიების აღდგენა, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში",- ეს ის ძირითადი თემებია, რაზეც უმცირესობის დეპუტატმა სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა.
აკაკი მინაშვილმა ყურადღება 3 მცირეწლოვანი ბავშვის გატაცებაზეც გაამახვლა, რომელიც საოკუპაციო საზღვართან ახლოს სოფელ წყოუშთან მოხდა.
მოსწავლეები ოკუპანტებს 5 საათის განმავლობაში საგუშაგოში ჰყავდათ დატყვევებული. ადგილობრივი მაცხოვრებლების მცდელობის მიუხედავად, ბავშვების გათავისუფლება მხოლოდ მას შემდეგ მოხდა,როდესაც ერთ-ერთი ბავშვი შეუძლოდ გახდა.
ამ ფაქტს აკაკი მინაშვილი ახლანდელი ხელისუფლების უუნარობას და სუსტი პოლიტიკის შედეგს უწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები