გიორგი ოვაშვილის მორიგი ჯილდო ტრიესტეს კინოფესტივალზე
09:04 / 26.01.2015
“სიმინდის კუნძულმა” ტრიესტის საერთაშორისო კინო-ფესტივალის მთავარი ჯილდო მოიპოვა. გიორგი ოვაშვილის ნამუშევარი პრესტიჟული იტალიური ფესტივალის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში მონაწილეობდა. ფილმის მორიგ გამარჯვებას ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა “The Hollywood Reporter”-ი ეხმაურება: “ტრიესტის კინო-ფესტივალი ოთხშაბათს საღამოს, გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძულის” დაჯილდოებით დასრულდა… ფილმი მოგვითხრობს ორი უცნაური ფერმერის – ბაბუასა და შვილიშვილის შესახებ, რომლებიც კონფლიქტის ზონაში მიწას ამუშავებენ. ოვაშვილმა კუნძული, სპეციალურად გადაღებებისთვის, ნულიდან შექმნა… ამ თითქმის უსიტყვო დრამაში, მარტივი ინგრედიენტებით, სიკვდილისა და სიცოცხლის არაკია ჩაქსოვილი”.
ავტორი: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები