რუბრიკები
დევნილები სოზარ სუბართან შეხვედრას ითხოვენ (ვიდეო)
ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა ზუგდიდში,  აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო -ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ოფისთან , იძულებით  გადაადგილებულ  პირთა აქცია. დევნილების მთავარი მოთხოვნაა , ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბართან შეხვედრა. მათი უმეტესობა მიიჩნევს,რომ საცხოვრებელი ფართების გადანაწილება არაკანონიერად ხდება. დევნილთა საპროტესტო აქციას  მოძრაობის "სამეგრელოს ხმა"   წარმომადგენელი თეონა ქარდავაც ესწრებოდა.  ის სოზარ სუბარს თხოვნით მიმართავს, ჩამოვიდეს ზუგდიდში და უშუალოდ გაეცნოს დევნილთა პრობლემებს.

ზუგდიდში, გერმანიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, თაბუკაშვილის ქუჩაზე, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, 10 კორპუსის (320 ბინა) მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნულ ობიექტზე, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, განცხადება (აპლიკაცია) 4190-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო.  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა, დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიანიჭა.

სიის გამოქვეყნებიდან  15 სამუშაო დღის ვადაში დევნილ ოჯახებს  შესაძლებლობა მიეცათ დამატებითი დოკუმენტაცია წარედგინათ, რასაც შესაძლოა გავლენა  მოეხდინა მათთვის წინასწარ მინიჭებულ  ქულებზე. სამინისტროს თანამშრომლები ყველა დევნილი ოჯახის მდგომარეობას ადგილზე სწავლობენ.

ზუგდიდში დევნილებისთვის განკუთვნილი კორპუსების მშენებლობა, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის  10 თებერვლამდე დასრულდება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.