შემადგენლობა:
200 გ. კომბოსტო
100 გ. დაკონსერვებული სიმინდის მარცვლები
3 ვაშლი
1 სტაფილო
50 გ. მწვანე ხახვი
1 ს/კ ლიმონის წვენი
4 ს/კ მაიონეზი
1/2 კონა ოხრახუში
1/2 ლიმონი
შაქარი და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
დავჭრათ კომბოსტო, სტაფილო და მწვანე ხახვი. ორ ვაშლს გამოვაცალოთ თესლი და დავჭრათ ღერებად. პროდუქტები შევურიოთ სიმინდის მარცვლებს, მოვაყაროთ მარილი, შაქარი, დავასხათ მაიონეზი, ლიმონის წვენი და კარგად ავურიოთ.
სუფრაზე მიტანის წინ სალათა მოვრთოთ ფიგურულად დაჭრილი ვაშლით, ლიმონის ნაჭრებითა და მწვანილით.
გემრიელად მიირთვით!
მასალის გამოყენების პირობები