ლუკ ევანსმა უარი განაცხადა “ყვავის” რიმეიქში მონაწილეობაზე. “დრაკულასა” და “ჰობიტის” ვარსკვლავის უარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, მსახიობმა მანამდე ისაუბრა ამ სურათზე და ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა:
სინამდვილეში ვფიქრობ, რომ ეს ფილმში ჩემთვის არ არის. არ ვგულისხმობ იმას, რომ სურათი ცუდია და წარმატებული ვერ გახდება. უბრალოდ, მე სხვა პროექტებზე ვაპირებ მუშაობას და ამ ფილმს დროს ვეღარ დავუთმობ.
“ყვავის” პირველ ეკრანიზაციაში, რომლის პრემიერაც 1994 წელს შედგა, მთავარ როლს ბრენდონ ლი ასრულებდა. რიმეიქში მონაწილეობაზე უარი განაცხადა ტომ ჰიდლსტონმაც. ცნობილია, რომ ახალი სურათის გადაღებებს კორინ ჰარდი უხელმძღვანელებს.
მასალის გამოყენების პირობები