Facebook–მა და Instagram–მა, რომლებიც მომხმარებლებისთვის დაახლოებით სამი საათის წინ დაიბლოკა, მუშაობა განაახლა. გლობალური ხარვეზი 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. სოციალური ქსელები მიუწვდომელი იყო აშშ–ში, ევროპაში, აზიის ქვეყნებში. ისინი საქართველოშიც გაითიშა. გათიშვის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
თუმცა ქსელების გათიშვასთან კავშირის შესახებ განაცხადეს ჰაკერებმა ე.წ. Lizard Squad–ის დაჯგუფებიდან. მანამდე აღნიშნულმა ჰაკერებმა გატეხეს ავიაკომპანია Malaysia Airlines–ის საიტი და განაცხადეს, რომ მოქმედებენ „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით.
ბოლოს მსგავსი ფაქტი 2014 წლის აგვისტოში დაფიქსირდა, როდესაც მთელ მსოფლიოში Facebook–ის ათასობით მომხმარებელს სოციალურ ქსელში შესვლის პრობლემები შეექმნა.
მასალის გამოყენების პირობები