რუბრიკები
სენაკი-ფოთი-სარფის ესტაკადის რეაბილიტაცია დასრულდა
სენაკი-ფოთი-სარფის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მდებარე 110-მეტრიანი ესტაკადის რეაბილიტაცია დასრულდა.  სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" აწარმოებდა.   დასრულებული სამუშაო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა, "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" დირექტორის მოადგილემ ირაკლი კუპრავამ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ დაათვალიერეს.  პროექტის ფარგლებში, მოხდა ესტაკადის დაზიანებული კონსტრუქციის დემონტაჟი და აიწყო ახალი კონსტრუქცია, გაკეთდა ნეგებობის საფუძველი,  დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო პლაჟზე ჩასასვლელი კიბეები. 
ესტაკადის რეაბილიტაცია სარფის ნაპირგამაგრებისა და ქვისცვენის შეჩერების პროექტის ნაწილს წარმოადგენს, რომელსაც შ.პ.ს. "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით ახორციელებს.  ესტაკადის რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტის საერთო ღირებულება 2 მილიონ 273 ათას ლარს შეადგენს.   საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე დღე-ღამეში, საშუალოდ, 15000 მანქანა მოძრაობს, განხორციელებული სამუშოების შედეგად, ესტაკადაზე გადაადგილება მათთვის უსაფრთხო და კომფორტული იქნება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.